

აქციე პატარას ფერადი წარმოსახვა უნიკალურ აქსესუარად. გამოგვიგზავნე ნახატი, ჩვენ კი მას განსაკუთრებულ შარფად ვაქცევთ - მოგონებად, რომელსაც ყოველთვის თან ატარებ.

გაბედული, ფერადი და შთაგონებით სავსე „Girl Power“ კოლექცია შექმნილია გოგონებისთვის, რომლებიც დიდ ოცნებებს მიჰყვებიან, ქმნიან და საკუთარ გზას ირჩევენ.

ჩვენ შესახებ
LILTE შეიქმნა ერთი მარტივი სურვილით – მნიშვნელოვანი მომენტები ნივთებად გვექცია, რადგან გვჯერა, რომ მოგონებები მხოლოდ ფოტოებად არ უნდა დარჩეს – ისინი იმსახურებენ ლამაზად შენახვას, გაზიარებას და ხელახლა განცდას.
ჩვენი ისტორია 2020 წელს დაიწყო. ჩვენი შვილის პირველი დაბადების დღისთვის გვინდოდა შეგვექმნა განსაკუთრებული საჩუქარი – ისეთი, რომელიც უბრალოდ ნივთი არ იქნებოდა და წლების შემდეგაც შეინარჩუნებდა იმ დღის სითბოსა და მნიშვნელობას. სწორედ ამ სურვილმა მისცა დასაბამი LILTE-ს – ბრენდს, რომელიც მოგონებებს უნიკალურ, ხელშესახებ ნივთებად აქცევს.
ჩვენთვის თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულია, რადგან ვიცით, რომ მის უკან უბრალოდ პროდუქტი კი არა, ვიღაცის ისტორია, საყვარელი ადამიანი, მნიშვნელოვანი დღე ან ძვირფასი მოგონება დგას.
ნუთუ არსებობს იმაზე უკეთესი საჩუქარი, ვიდრე მოგონება, რომელიც არასოდეს ქრება? 💜
როგორ მუშაობს?

01. ატვირთეთ ნახატი
გადაუღეთ ფოტო ან ატვირთეთ ბავშვის ნამუშევარი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მის მიერ შექმნილი ნახატი.

02. შექმენით თქვენი დიზაინი
მოარგეთ ნახატი, დაამატეთ ფიგურები და ტექსტი, შეცვალეთ ფერები და წინასწარ ნახეთ თქვენი შარფი.

03. ჩვენ დავამზადებთ და მოგაწვდით
თქვენს დიზაინს შარფზე გადავიტანთ, სიყვარულით დავამზადებთ და სასურველ მისამართზე მოგიტანთ.
რჩეული პროდუქტები
შექმენით შარფი თქვენი შვილის ნახატისგან
ბავშვის თითოეულ ნახატში პატარა ისტორია იმალება: ფერები, უცნაური ფორმები, საყვარელი პერსონაჟები და ის განსაკუთრებული სამყარო, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს.
LILTE-ში შეგიძლიათ ეს პატარა ნამუშევარი უნიკალურ დიზაინად აქციოთ. ატვირთეთ თქვენი შვილის ნახატი, თავად მოარგეთ ფერები, ფიგურები და დეტალები, ჩვენ კი თქვენს შექმნილ დიზაინს შარფზე გადავიტანთ.
ასე უბრალო ფურცელზე დახატული მოგონება იქცევა ნივთად, რომელსაც ჩაიცვამთ, აჩუქებთ და წლების შემდეგაც სიყვარულით შეინახავთ.
ერთი პატარა ნახატი. ერთი განსაკუთრებული ისტორია. შარფი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.
ბლოგი
ლილთე X პორშე
Porsche Centre Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ლილთემ“ ბავშვებისთვის შემოქმედებითი სივრცე მოაწყო.
მეტის წაკითხვასააღდგომო დღესასწაული ლილთეში
„ლილთე“ კომპანიებს პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ფერად სააღდგომო საჩუქრებს სთავაზობს.
მეტის წაკითხვალილთე გილოცავთ 8 მარტს
ქალთა საერთაშორისო დღეს „ლილთემ“ ფერადი კამპანია და განსაკუთრებული გზავნილი მიუძღვნა.
მეტის წაკითხვა





