ხშირად დასმული კითხვები
01. როგორ შევიძინო პროდუქტი?
აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, მიუთითეთ შესაბამისი ზომა ან სხვა საჭირო პარამეტრი და დაამატეთ კალათაში. შემდეგ გადადით შეკვეთის გაფორმებაზე, შეავსეთ საჭირო საკონტაქტო და მიწოდების ინფორმაცია და დაასრულეთ შეკვეთა.
02. როგორ გავიგო, რომ ჩემი შეკვეთა მიღებულია?
შეკვეთის წარმატებით გაფორმების შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას მითითებულ ელ. ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დამატებით დაგიკავშირდებათ შეკვეთის დასადასტურებლად.
03. რა მეთოდით შემიძლია შეკვეთის გადახდა?
შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია წინასწარი გადახდა, რადგან LILTE მხოლოდ ონლაინ სივრცეში მუშაობს და ფიზიკური მაღაზია არ აქვს.
04. რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
შეკვეთის დამზადების ვადაა 5–6 სამუშაო დღე. შეკვეთის მიწოდების ვადა კი დამოკიდებულია მიწოდების მისამართსა. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია მოსალოდნელი მიწოდების ვადის შესახებ.
05. ახორციელებთ თუ არა მიწოდებას თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში?
შეკვეთის მიღება შესაძლებელია საკურიერო მომსახურებით: თბილისში მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი, ხოლო რეგიონებში – 10 ლარი.
06. რამდენიმე პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში იმოქმედებს თუ არა ფასდაკლება?
3–4 ან მეტი ერთნაირი პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია სპეციალური ფასის შეთანხმება.
07. როგორ ავარჩიო სასურველი დიზაინი?
სასურველი დიზაინის შესარჩევად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ნამუშევრებს და მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი.
თუ თქვენთვის სასურველი დიზაინი ჩვენს ნამუშევრებში არ არის, შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის შექმნა თქვენი სურვილების შესაბამისად.
08. შემიძლია თუ არა პროდუქტის დაბრუნება?
პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა ხორციელდება მოქმედი საქართველოს კანონმდებლობისა და Lilte-ის დაბრუნებისა და გაცვლის პირობების შესაბამისად.
09. რა უნდა გავაკეთო, თუ მიღებული პროდუქტი დაზიანებულია ან არასწორი ნივთი მივიღე?
თუ მიიღეთ დაზიანებული, დეფექტური ან შეკვეთასთან შეუსაბამო პროდუქტი, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს მიღებიდან უმოკლეს ვადაში.
სასურველია, მოგვაწოდოთ შეკვეთის ნომერი, პროდუქტის ფოტოები და პრობლემის მოკლე აღწერა, რათა საკითხი სწრაფად შევისწავლოთ.
10. როგორ დაგიკავშირდეთ?
შეკვეთებთან, პროდუქტებთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: 558 000 501
ელ. ფოსტა: liltemoments@gmail.com