ჩვენ შესახებ
LILTE შეიქმნა ერთი მარტივი სურვილით – მნიშვნელოვანი მომენტები ნივთებად გვექცია, რადგან გვჯერა, რომ მოგონებები მხოლოდ ფოტოებად არ უნდა დარჩეს – ისინი იმსახურებენ ლამაზად შენახვას, გაზიარებას და ხელახლა განცდას.
ჩვენი ისტორია 2020 წელს დაიწყო. ჩვენი შვილის პირველი დაბადების დღისთვის გვინდოდა შეგვექმნა განსაკუთრებული საჩუქარი – ისეთი, რომელიც უბრალოდ ნივთი არ იქნებოდა და წლების შემდეგაც შეინარჩუნებდა იმ დღის სითბოსა და მნიშვნელობას. სწორედ ამ სურვილმა მისცა დასაბამი LILTE-ს – ბრენდს, რომელიც მოგონებებს უნიკალურ, ხელშესახებ ნივთებად აქცევს.
ჩვენთვის თითოეული შეკვეთა განსაკუთრებულია, რადგან ვიცით, რომ მის უკან უბრალოდ პროდუქტი კი არა, ვიღაცის ისტორია, საყვარელი ადამიანი, მნიშვნელოვანი დღე ან ძვირფასი მოგონება დგას.
ნუთუ არსებობს იმაზე უკეთესი საჩუქარი, ვიდრე მოგონება, რომელიც არასოდეს ქრება?
ბოლო სიახლეები
„ხედვა“ და „ლილთე“ – მოგონებების პოსტერი დედებისთვის
„ხედვასა“ და „ლილთეს“ შორის თანამშრომლობით დედებისთვის ემოციებით სავსე, განსაკუთრებული პოსტერი შეიქმნა. ...
კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლობა „ლილთეს“ ანდეს
წლების განმავლობაში „ლილთეს“ კორპორაციული მომხმარებლების ოჯახი არაერთმა ცნობილმა კომპანიამ და ორგანიზაციამ გააერთიანა. ...

