„ამბობენ, რომ ქალს ბევრი რამ არ შეუძლია, მაგრამ…“

ქალს შეუძლია იყოს დედა, ძლიერი, ექიმი, მრბოლელი და ის, ვინც თავად სურს იყოს. სწორედ ამ გზავნილით მიულოცა „ლილთემ“ ქალებს 8 მარტი.

კამპანიისთვის შექმნილ ფერად ილუსტრაციებში განსხვავებული ქალები, პროფესიები და ცხოვრებისეული როლებია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი გვახსენებს, რომ ქალის შესაძლებლობები საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენებით არ უნდა იზღუდებოდეს.

ეს დღე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, დავაფასოთ ქალების ძალა, შრომა, მიღწევები და ის მრავალფეროვანი როლი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ.

„ლილთე“ ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს ყველა ქალს – მათ, ვინც უკვე იპოვა საკუთარი გზა და მათაც, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი ოცნებებისკენ მიემართება.