„ლილთემ“ Porsche Centre Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პატარა სტუმრებისთვის განსაკუთრებული შემოქმედებითი სივრცე მოაწყო.

ღონისძიების განმავლობაში ბავშვებმა თემატური ნახატები შექმნეს და საკუთარი თვალით დანახული Porsche ფერებითა და საინტერესო დეტალებით გააცოცხლეს. მოგვიანებით კი მათი ნამუშევრები შარფების დიზაინად გადაიქცა და ღონისძიების სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრების სახით გადაეცათ.

ამ საინტერესო პროცესმა ბავშვების ფანტაზია, შემოქმედება და ემოციები ერთ სივრცეში გააერთიანა. თითოეული შექმნილი შარფი უნიკალური იყო, რადგან მის დიზაინს ბავშვების მიერ შესრულებული ორიგინალური ნახატები ედო საფუძვლად.

„ლილთესთვის“ განსაკუთრებით სასიამოვნოა ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვისა და დასამახსოვრებელი მოგონებების შექმნის საშუალებას აძლევს.