დედისთვის საჩუქრის შერჩევისას ყველაზე ძვირფასი სწორედ ის ემოციაა, რომელსაც საჩუქარი გამოხატავს. „ხედვასა“ და „ლილთეს“ შორის თანამშრომლობით შეიქმნა მოგონებების პოსტერი, რომელიც დედისადმი სიყვარულს თბილი სიტყვებითა და ფერადი ილუსტრაციებით გადმოსცემს.

პოსტერზე ასახული თითოეული დეტალი დედასთან დაკავშირებულ ძვირფას გრძნობებსა და მოგონებებს აერთიანებს. ეს არის საჩუქარი, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს არ უკავშირდება – ის ოჯახურ სივრცეში რჩება და ყოველდღიურად გვახსენებს ყველაზე ახლობელ ადამიანს.

თუ დედისთვის პერსონალურ, გულწრფელ და განსხვავებულ საჩუქარს ეძებთ, მოგონებების პოსტერი მშვენიერი საშუალებაა უთხრათ: „დე, შენ ჩემი სამყაროს ნაწილი ხარ“.