წლების განმავლობაში „ლილთე“ არაერთ კომპანიასა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. თითოეული კორპორაციული პროექტი ჩვენთვის ახალი იდეების, საინტერესო გამოწვევებისა და დასამახსოვრებელი შედეგების შექმნის შესაძლებლობაა.

ჩვენს კორპორაციულ მომხმარებლებს შორის არიან სხვადასხვა სფეროში მოქმედი კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლებისთვის, პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის ემოციური და განსხვავებული საჩუქრების მომზადება გვანდეს.

თითოეულ შეკვეთას ინდივიდუალურად ვუდგებით – ვითვალისწინებთ კომპანიის სურვილებს, ვიზუალურ იდენტობასა და საჩუქრის დანიშნულებას. შედეგად იქმნება პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ ბრენდის სათქმელსაც გადმოსცემს.

მადლობა თითოეულ პარტნიორს ნდობისთვის. გვიხარია, რომ ჩვენი კორპორაციული მომხმარებლების ოჯახი წლიდან წლამდე იზრდება.